გიორგი ტიგინაშვილი: დაუკვირდით, როგორ იყენებს კრემლი ზოგს ემისრად, ზოგს ბრმა იარაღად, ზოგს გავლენის აგენტად და ზოგსაც სასარგებლო იდიოტად

დეკ. შალვა კეკელია აცხადებს, რომ აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთიო, რადგან ისიც მიწებს გვართმევსო!

დაუკვირდით, როგორ იყენებს კრემლი ზოგს ემისრად, ზოგს ბრმა იარაღად, ზოგს გავლენის აგენტად და ზოგსაც სასარგებლო იდიოტად. ნარატივი და სლოგანი თითოეულ მათგანს ერთი აქვს – “ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე”, “ყველა მეზობელი სახელმწიფო ოკუპანტია”, “წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწები”, “ღვთისმშობელი დაიბრუნებს უსჯულოთაგან წართმეულ მიწებს” და ა.შ.

სწორედ, მჟავე-პატრიოტული აღტკინებების კულტივაციამ დააკარგვინა საეკლესიო ამბიონს ფუნქცია და დანიშნულება, წარმოშვა შოვინისტური, ქსენოფობიური, ეთნოფილეტისტური და ფაშისტური გამოვლინებები საზოგადოებაში და დაგვაპირისპირა მეზობლებს.

სასულიერო პირები დღეს გვევლინებიან მსახიობებად, რომლებსაც სცენარისა და როლის შესრულებაში ფულს უხდიან. მთელი ეს კინოც პროპაგანდისტულად ზემოქმედებს ხალხზე. ჰიბრიდული ომიც ეს არის – რბილმა ძალამ, ეროვნულ მოტივებზე, უნდა დააჰიპნოზო ემოციურად და მგლის ხროვაში შეიტყუო ფარა – “ხსნისათვის”!

სახელმწიფოს განცდა არცერთ იერარქს არ გააჩნია. ისინი მხოლოდ სიტყვის მასალად ხმარობენ სიტყვა “სამშობლოს” და ისიც პათეთიკისთვის! რეალურად კი სამშობლო, რომ პირველ რიგში ადამიანია – ეს რომელს ახსოვს? არცერთს!

ავანტიურისტების, ეგოისტების, სადუკევლებისა და ფარისევლების ხელშია ეკლესია!-წერს თეოლოგი გიროგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე კახეთში ამომრჩევლებს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია