დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია

ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება.

სამადაშვილი მიიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეს არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ინტერესებთან.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მთლიანად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, მათ შორის დროის შერჩევასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან დიდი ხანია, მათ ხელში არის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებოდათ ამ საკითხში, თუ არ ვცდები, მამა კირიონმა თქვა, თურმე ეს ჯოკერი იყო, რომელიც ბოლოსთვის შემოინახეს, ვფიქრობ, ვისაც ქვეყანაში საღი აზრი მოეკითხება და აზროვნება შეუძლია, ყველასთვის ნათელია, რომ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ეს არის არჩევნების წინ ჩეულებრივი რუსეთის სპეცსამსახურების და პროპაგანდის ხერხებით დაგეგმილი ოპერაცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის განმარტებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რამე ახალი გარემოება თუ არსებობს, მის შესასწავლად ახალ პარლამენტში, საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მრავალწლიანი მოლაპარაკებების თემა ძალიან რთული თემაა. ამ თემაში თუ არსებობს რამე სიახლე, ახალი გარემოება, რომელიც სხვანაირად წარმოაჩენს დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ყველაფრის შესასწავლად, ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია. მათ შორის „ქართული ოცნების“, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ძალიან დეტალურად, ფუნდამენტურად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შევისწავლოთ ყველა ეს საკითხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: დაუკვირდით, როგორ იყენებს კრემლი ზოგს ემისრად, ზოგს ბრმა იარაღად, ზოგს გავლენის აგენტად და ზოგსაც სასარგებლო იდიოტად
შემდეგი სტატიააბაშა-მარტვილის შიდა დამაკავშირებელი გზის 15-კმ-იან მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს