ნინო ბურჯანაძე კახეთში ამომრჩევლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად კახეთში ამომრჩეველს შეხვდა.

ნინოს ბურჯანაძემ გურჯაანის და თელავის  ამომრჩევლებს  საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მან ასევე ადგილობრივებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდა.

ბურჯანაძის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში სიდუხჭირეს და ეკონომიკურ კრიზის იწვევს.

,,ხელისუფლებას ამ ხალხისთვისაც არ ცალია. ხელისუფლებას ისინი ახსენდება მხოლოდ არჩევნების წინ. რთველის დროს ადეკვატური ფასი  არ არის ყურძენზე, მოსავლის აღება პრობლემაა, არანაირი ყურადღება არ აქვთ ბინათშმენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, არ აქვთ სასმელი წყალი, სარწყავ სისტემაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს”. – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

banner
წინა სტატიაშიბათლომე შელია მეგის ქარდავაზე: მის ნამოქმედარს ვიმკით მთელი საქართველო 8 წელია
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი: დაუკვირდით, როგორ იყენებს კრემლი ზოგს ემისრად, ზოგს ბრმა იარაღად, ზოგს გავლენის აგენტად და ზოგსაც სასარგებლო იდიოტად