გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას პრემიერთან შეხვედრამდე არ გეგმავს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, იგი საგამოძიეო უწყებაში მისვლას არ აპირებს:

“პროკურატურამ ფაქტობრივად შტურმი განახორციელა მოსამართლეების სახლებთან და სამსახურის ადგილებთან, რომ უწყებები სასწრაფოდ ჩაბარებოდათ. ზოგჯერ სასწრაფოდ იბარებდნენ, ერთი საათით ადრე გამოცხადებულიყვნენ, არ გამოცხადების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით რამდენად არის სურვილი, რომ ეს საქმე არ მიიფარცხოს, არამედ იქნას გამოძიებული. ამიტომ მას შემდგომ რაც მოხდება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიერ ამგვარი პასუხისმგებლობის აღება, მერე ჩვენ გვექნება შეხვედრა მთავარ პროკურატურასთან, მთავარ პროკურორთან და იმედი მაქვს, რომ რაღაც შანსი იქნება, რომ რეალური გამოძიება მოხდეს,“-განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართება