გიორგი ფანცულაია : დეკანოზ მამალაძის პროცესი აუცილებლად ღია უნდა იყოს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ინტერესების დამცველები სასამართლო სხდომის საჯაროობას მოითხოვენ.
გიორგი ფანცულაის თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმის დეტალებს გაეცნოს.
“პირველ რიგში პოზიცია უცვლელია და პროცესი აუცილებლად ღია უნდა იყოს და ყველამ შეძლოს ნეიტრალურად მიიღოს ინფორმაცია. არ მიკვირს პროკურატურის, რადგან მათ დასამალი ბევრი აქვთ. საზოგადოებამ წინაზეც დაინახა, რომ ყველაფერი დაიხურა და არაფერი იყო ისეთი, რასაც ვერ გავახმაურებდით. ბრალდების მხარეს სამართლებრივი არგუმენტაცია არ აქვს ამ მოთხოვნის და იმედია, დღევანდელი მოსამართლე მაინც გაითვალისწინებს ამ არგუმენტებს. მოსამართლე იქნება პასუხისმგებელი და მის ინტერესში უნდა იყოს საჯაროობა. საუბარი იყო პირად ინფორმაციაზე და დეკანოზიც ამბობდა, რომ დასამალი არაფერი აქვს, მაგრამ თუ მოსამართლე მიიჩნევს, შესაძლოა, კონკრეტული მოწმის ჩვენება დახუროს და არა სრულად პროცესი“, -აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიედიშერ ქარჩავა : „ციანიდის საქმეზე“ არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე : ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გირჩევთ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას დარბაზი დატოვოთ