ედიშერ ქარჩავა : „ციანიდის საქმეზე“ არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს

საპატრიარქოს მოთხოვნაა, ე.წ. ციანიდის საქმე ობიექტურად იყოს განხილული- განაცხადა „ციანიდის საქმის“ არსებითი განხილვის დაწყებამდე საპატრიარქოს იურისტმა. ედიშერ ქარჩავას თქმით, საქმეზე არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს.

„პროკურატურის შუამდგომლობას დასაბუთებას ყველა უნდა დავესწროთ. ჩვენ მომხრე ვართ რომ ობიექტური განხილვა მოხდეს და ერთი მხრივ, მამაოს ინტერესებიც უნდა დავიცვათ და მეორე მხრივ, იმ ადამიანთა ინტერესებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს მტკიცებულებები. მე საპატრიარქოს პოზიციას გაცნობებთ, რომ უნდა მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა. არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს“, – განაცხადა ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი ფანცულაია : დეკანოზ მამალაძის პროცესი აუცილებლად ღია უნდა იყოს