გიორგი ნონიაშვილი – ივანიშვილის გამოსახულებით სატირულ პლაკატებზე ნადირობა გვიჩვენებს თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ლეგიტიმუტ კრიტიკას

“გაგახსენებთ კომპანია „ალმას“ არ მისცეს იმის საშუალება, რომ ბილბორდებზე გამოეკრათ ეს პლაკატები და ამის შესახებ ჩვენ სასამართლოში გავაგრძელებთ დავას, რადგან ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება იყო, ამ კამპანიას ჩვენ გავაგრძელებთ ჯიუტად ცხადია.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა დღეს გამართულ პერფორმანსზე.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ პლაკატების გასაკრავად, იცით, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ სატირული პლაკატები ივანიშვილის გამოსახულებით, ნათელია თუ როგორ აწუხებს ივანიშვილს და მის გარემოცვას თუნდაც ეს პლაკატები, ცხადია არსებითად ახლოს არის პანორამა თბილისთან ეს ყველაფერი, რადგან პანორამა თბილისი დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, შემოღობილია და ფაქტობრივად პუშკინის სკვერი გააუქმა მისმა ამ პროექტმა, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას, რაც ნათლად აჩვენებს მთელი ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობით როგორ ებრძვიან ამ პლაკატებს და გაგახსენებთ კომპანია „ალმას“ არ მისცეს იმის საშუალება, რომ ბილბორდებზე გამოეკრათ ეს პლაკატები და ამის შესახებ ჩვენ სასამართლოში გავაგრძელებთ დავას, რადგან ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება იყო, ამ კამპანიას ჩვენ გავაგრძელებთ ჯიუტად ცხადია.“ – განაცხადა ნონიაშვილმა

banner
წინა სტატიაშიდმიტრო კულება – უკრაინელ დიპლომატებს მუდმივი კავშირი აქვთ მიხეილ სააკაშვილთან
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილია