გიორგი მიქაუტაძე – კამპანია „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება” ღიმილის მომგვრელია

region
ავტ.: region თებერვალი 27, 2019 16:38

გიორგი მიქაუტაძე – კამპანია „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება” ღიმილის მომგვრელია

ადვოკატთა ნაწილის ინიციატივა „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება” სამართლებრივად არის აბსურდი, – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ადვოკატთა ნაწილის მიერ დაწყებულ კამპანიას ლევან მურუსიძისა და კიდევ რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ.

მისი მოსაზრებით, საპროცესო კოდექსში ნათლად არის გაწერილი მოსამართლის აცილების საფუძვლები, ადვოკატთა კამპანია კი ღიმილის მომგვრელია.

„ეს ინიციატივა სამართლებრივად არის აბსურდი და წარმოუდგენელია ასეთი რამ, სამართლებრივ ჭრილში თუ განვიხილავთ. ეს არის არაეთიკური, თუ ეთიკის ჭრილში განვიხილავთ. თუ ამ ინიციატივის წონაზე ვისაუბრებთ, ნამდვილად სასაცილოა. ყველა იურისტი დამეთანხმება, რომ ღიმილის მომგვრელია მსგავსი საფუძვლით მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება. სამარცხვინოა, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს და ეთანხმება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ქალბატონი დოლიძე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, ​საპროცესო კანონმდებლობა კონკრეტულ საფუძვლებს ითვალისწინებს, რა შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს მოსამართლის აცილება.

„ეს ინიციატივა არ ჯდება ამ საფუძვლებში. სასაცილო და ღიმილის მომგვრელია ყველა იურისტისთვის, თუკი ვინმეს ერთხელ მაინც წაუკითხავს საპროცესო კოდექსი. საბედნიეროდ, საქმე გვაქვს ​ადვოკატების ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფთან და ადვოკატების უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება, ამ ინიციატივას არ იზიარებს“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასევე გამოეხმაურა ადვოკატთა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინიციატივის გახმაურების შემდეგ, გარკვეული მოსამართლეების მხრიდან მუქარას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საუბარი იყო კამპანიაში ჩართული ადვოკატების წინააღმდეგ ჯარიმის გამოყენების ალბათობაზეც. გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ აზრის გამოხატვის გამო არავინ უნდა დაჯარიმდეს.

ადვოკატების ნაწილმა დღეს დაიწყო კამპანია სახელწოდებით – „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება”.

region
ავტ.: region თებერვალი 27, 2019 16:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics