გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს 19 დაღუპული თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა და სამინისტროს ეზოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე ,,აგვისტოს ომს” სოციალური ქსელით ეხმაურება
შემდეგი სტატიაარსებული ვითარება და გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესს არ ემსახურება