კახი კალაძე ,,აგვისტოს ომს” სოციალური ქსელით ეხმაურება

,,ძალიან კარგად მახსოვს ის საშინელება რაც ხდებოდა, როცა პირველად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს მეტი აღარ გამეორდება…
2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო. ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები. ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები… ვუსამძიმრებ საქართველოს, ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა, მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს!მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი! და ჩვენი ყველასი, – მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი”, – წერს მერობის კანდიდატი.
2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი.
ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
ოსმა სეპარატისტებმა წამებით მოკლეს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საკუთარი საცხოვრებელი სახლი თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.
დღემდე დევნილია 30 ათასამდე ადამიანი.
2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
მოგვიანებით, 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.
რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს”- წერს თბილისის მერობის კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიMAN-ის ავტობუსები ვარკეთილისა და მოსკოვის გამზირის მიმართულებითაც იმოძრავებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო