არსებული ვითარება და გადაუჭრელი კონფლიქტი არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესს არ ემსახურება

დღეს უნდა დავინახოთ ომის უმძიმესი შედეგები, რუსული ოკუპაციის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ არც ქართველების, არც აფხაზების და არც ოსების ინტერესს არსებული ვითარება და გადაუჭრელი კონფლიქტი არ ემსახურება, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გეკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს და ომი აღარასდროს განმეორდეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით, უკეთესი მომავლის შეთავაზებით, დღეს მავთულხლართების იზოლაციაში მოქცეულ საზოგადოებას ამ გზით ვიაროთ, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება და აღარაფრის დიდებით დავუშვათ ომი. ამ ომმა ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ჯარისკაცების, სამართალდამცავების, იმ ადამიანების ხსოვნას ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. უამრავი ადამიანი გამოდევნის საკუთარი სახლიდან და ვერ ახერხებს დაბრუნებას. საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციიდან 9 წლის თავზე გადის კილომეტრობით მავთულხლართები , რომელიც ათასობით ადამიანს უმძიმეს პრობლემას უქმნის“,- აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაჩვენ ვდგავართ იმ გმირების საფლავებთან, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ვალი თავისი სისხლით გადაიხადეს