გიორგი მღებრიშვილი: საპოლიციო კონტროლის განხორციელებაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საპოლიციო კონტროლის განხორციელებაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო კონტროლი პერიოდულად ხორციელდება.

„ეს არ არის რეიდები, ეს არის საპოლიციო კონტროლი. რაც შეეხება გადაცდომებს, დარღვევებს, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, სადაც შეუძლიათ მიმართონ იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ დაირღვა მათი უფლებები რაიმე სახით, ან დააფიქსირეს პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომა. საპოლიციო კონტროლი საქართველოში უკვე ძალიან დიდი ხანია ხორციელდება, თვეში, როგორც მინიმუმ, ერთხელ, ორი დღე, თუ საჭირო გახდა მეტიც. მაგრამ მე არ მესმის კითხვის არსი, არ უნდა ვაკონტროლოთ?! ყველაფერი ცნობილია ჩვენთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი
შემდეგი სტატიალორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმე – “თავისუფალი ზონის” წევრები შესაძლოა პატიმრობაში დააბრუნონ