სავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი

სავჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაუჭირა მხარი

savchenkoუმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შესაძლებელია თანდათან გაუქმდეს – გერმანულ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა.
“ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ამისგან (ანტირუსული სანქციებისგან) ხალხი იტანჯება როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში. მე ვთვლი, რომ სანქციები უფორ პერსონალური უნდა იყოს. ეკონომიკური, სასურველია, თანდათან გაუქმდეს” – თქვა უკრაინის დუმას დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუგრძელა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკმა განაცხადა, რომ სანქციები გაგრძელდება, მაგრამ შესაძლებელია ის ნახევარ წელში თანდათან შემსუბუქდეს. შემსუბუქების პოზიციაზეა იტალია, საბერძნეთი და ბულგარეთი.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი: როდესაც მივიღებთ MAP-ს, მივიღებთ წევრობის მოწვევასაც
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: საპოლიციო კონტროლის განხორციელებაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს