ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანების საქმე – “თავისუფალი ზონის” წევრები შესაძლოა პატიმრობაში დააბრუნონ

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის საქმეზე სასამართლო პროცესი საბოლოო ფაზაში შევიდა. მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით უკვე მიმართა პროკურატურამ.

სახელმწიფო ბრალდება რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეების ბრალეულად ცნობას, ხულიგნობისა და ცემის მუხლებით ითხოვს. საგამოძიებო უწყება მიმართავს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ.

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს, თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის რესოციალიზაციას.

„ჩვენ ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ბრძოლის წესები,“ – განაცხადა ყოფილმა ბრალდებულმა კახაბერ გაბუნიამ.

ქუთაისში, პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, კომენტარი გააკეთა თავად ლორთქიფანიძემაც.

„რაც შეეხება, პროკურატურას, თუ რატომ ითხოვს დაკავებას, ეს არის პროკურატურის პოზიცია და ეს მან უნდა განმარტოს. ადამიანები, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით არ არიან მიდრეკილი კრიმინალისკენ, რა თქმა უნდა, მე არავის არ ვუსურვებ საპატიმროში მოხვედრას,“ – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: საპოლიციო კონტროლის განხორციელებაში აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ბედით დაინტერესდა