გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიიღო, რომელიც თბილისს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების – “ამბასადორიალი 2016” ფარგლებში ეწვია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარები,ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

„უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენი თანამშრომლობის მრავალ ასპექტს მოიცავს – დაწყებული ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების გაძლიერებით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ფორმატში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგო ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე ასევე განიხილეს, ვარშავის სამიტის შედეგები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც საქართველო ამ პროცესში დგამს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და გამოითქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ გორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა
შემდეგი სტატიაბილ კლინტონი არჩევნებზე “საუკეთესო მეგობარ” ჰილარის დაუჭერს მხარს