ბილ კლინტონი არჩევნებზე “საუკეთესო მეგობარ” ჰილარის დაუჭერს მხარს

hilariაშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიიდან საკუთარი მეუღლის, ჰილარი კლინტონის პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევას. მან “თავისი საუკეთესო მეგობარი” უწოდა და ახსნა, თუ რატომ უნდა უხელმძღვანელოს, თავისი აზრით, ჰილარიმ ქვეყანას.
ფილადელფიაში გამართულ დემოკრატების ყრილობაზე, მან განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონს ყველაზე მეტად შეუძლია ქვეყანა უკეთესობისაკენ შეცვალოს, ვიდრე ნებისმიერ სხვას, ვინც მას ოდესმე შეხვედრია. ბილი მოყვა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი და აღნიშნა ჰილარის ერთგულება, ემსახუროს საზოგადოებას.
“მე ჩემს საუკეთესო მეგობარზე ვიქორწინე” – თქვა ბილმა და 1971 წელს მათი გაცნობის ისტორია მოყვა. “მას შემდეგ ჩვენ ერთად დავდიოდით, ვლაპარაკობდით და ვიცინოდით”.

ჰილარი კლინტონი, დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად წამოაყენა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი მიიღო
შემდეგი სტატიათურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 170 დაიჭრა