გიორგი მარგველაშვილმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი მარგველაშვილი კიევში

ჩვენი ვალია ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ეს ბიჭები ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილებისთვის პატივის მიგების შემდეგ განაცხადა.
“ამ ახალგაზრდებმა, ვისაც ათწლეულების მერე კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს და ვინც თავი დადო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ვალია, რომ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ და რომელსაც ისინი შეეწირნენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტია დასვენებული. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშისამებაში, ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა: პატრულს ეუბნებიან, რომ მათ კონკრეტული რაოდენობის ჯარიმა უნდა გამოწერონ კონკრეტული მუხლით