ზვიად კუპრავა: პატრულს ეუბნებიან, რომ მათ კონკრეტული რაოდენობის ჯარიმა უნდა გამოწერონ კონკრეტული მუხლით

პატრულის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მის ძველ კოლეგებს დღეს გეგმას სთხოვენ და ყველაზე მაღალი ჯარიმების გამოწერას აიძულებენ.

ეს განცხადება პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის წარმომადგენელმა, ზვიად კუპრავამ, ბიზნესკურიერთან გახშირებული და არასათანადო ჯარიმების გამოწერის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

“დღეს საპატრულო პოლიციას აძლევენ კონკრეტულ გეგმას. პატრულს ეუბნებიან, რომ მათ კონკრეტული რაოდენობის ჯარიმა უნდა გამოწერონ კონკრეტული მუხლით. მაგალითად, როგორიც არის, 125-ის მე-9, რომელიც არის 200-ლარიანი ჯარიმა და აუიცლებლად ხუთი ოქმი უნდა მიიტანოს დღის ბოლოს. და რა ხდება? ჩევნ საბოლოოდ ვღებულობთ იმას, რომ, თუკი პატრული დღის განმავლობაში ხუთ მსგავს დარღვევას ვერ აფიქსირებს, ის იძულებულია, უბრალოდ ეს ჯარიმები შექმნას, მოიფიქროს რაღაც და ამით მოსახლეობა ზარალდება,” – ამბობს ზვიად კუპრავა.

უფროსის მითითებების უგულვებელყოფა კი პატრულს, შესაძლოა, სამსახურის დატოვების ფასად დაუჯდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაუახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება