სამებაში, ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პანაშვიდზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმყოფებიან.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე ელოდებიან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას.

ddddddddddddddddddddddddddddddddddd„მშობლიურ მიწაში განისვენებდნენ, უბრალოდ არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. ოჯახის წევრებს, მშობლებს, შვილებს, არ შეეძლოთ მისულიყვნენ და მათი ხსოვნისთვის პატივი ეცათ. დღეიდან, ჩვენ გვეცოდინება სად არიან დამარხულები, რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის და განსაკუთრებით, ოჯახის წევრებისთვის”, – განაცხადა დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, აფხაზეთში დაღუპული რამდენიმე მეომრის ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და ზაფხულში კიდევ რამდენიმე სამარხის გახსნა იგეგმება.

“ეს პროცესი მიმდინარეობს, გძელდება. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის წითელ ჯვარს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ქართული თუ აფხაზური მხრიდან, ამ საქმეში მონაწილეობენ. უახლოეს ხანებში ველოდებით 12 ნეშტის იდენტიფიცირებას, შემდეგ 20-მდე ნეშტის. წელს, სავარაუდოდ, კიდევ უნდა გაიხსნას რამდნეიმე სამარხი, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხდეს”, – განაცხადა მინისტრმა.

10 მებრძოლის იდენტიფიცირება ცოტა ხნის წინ მოხდა. ისინი ბაბუშერას აეროდრომიდან გადმოასვენეს. უკვე იდენტიფიცირებული მეომრებიდან 6 ძმათა სასაფლაოს მიებარება, 4 მეომრის ცხედარი კი, მათი მშობლების სურვილისამებრ, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არანაირ ცვლილებებს არ ველოდები და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო