“გიორგი მარგველაშვილის მოქმედება მინიმუმ არაეთიკურია”

მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება და ეს საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან „არაეთიკურია.“

„მე მიმაჩნია, რომ მინიმუმ არაეთიკურია, როდესაც ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ერთი ადამიანის შესანახად, თუნდაც პრეზიდენტის, იხარჯებოდეს ამდენი ფული. მაშინ როცა გაცილებით წარმატებული და ფინანსურად გამართული ქვეყნების პრეზიდენტები ათჯერ უფრო პატარა რეზიდენციებში მოღვაწეობენ და გაცილებით უფრო წარმატებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას,“ – განცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატ თამაზ მეჭიაურს არ ეთანხმება მისი კოლეგა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც ამბობს, რომ ის გიორგი მარგველაშვილის ფანი არ არის, პირიქით მიაჩნია, რომ ის „ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრეზიდენტია ვინც კი საქართველოს ჰყოლია,“ თუმცა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მოქმედებას ადეკვატურად მიიჩნევს.

„აქაც ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ბატონ-პატრონი და არაფორმალური მმართველი და აი, ამ კაცმა თქვა, როგორც რუსთავი 2-ზე ეს კომპანია უნდა ჩამოერთვას დღევანდელ მფლობელს, ისევე თქვა, რომ მარგველაშვილი უნდა გამოვიდეს რეზიდენციიდან,“ – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაში“ასეთი დამოკიდებულება მესამე სექტორთან არასდროს გვქონია,”- მაჭავარიანი მეჭიაურს
შემდეგი სტატიაახალ სასწავლო პროგრამაზე გადასვლამ დააშინა გალელი მოსწავლეები