“ასეთი დამოკიდებულება მესამე სექტორთან არასდროს გვქონია,”- მაჭავარიანი მეჭიაურს

“ასეთი დამოკიდებულება მესამე სექტორთან ჩვენ არასდროს გვქონია,”- ეს განცხადება არჩევანის ეთერში საუბრის დროს მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანი ამბობს, რომ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადება არის შეურაცხმყოფელი.

“მე არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ პირი, რომელიც ამას საუბრობს მმართველი გუნდის წევრია და დეპუტატია პარლამენტში,”- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები მედიაზე კერძოდ რუსთავი 2-ზე მიტანილი შეტევით გადაფარა.

“ბოლო ერთი თვეა ჩვენ და ყველა საუბრობს მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. ეს შეძლო ხელისუფლებამ და რუსთავი 2-ზე მიტანილი დარტყმით ყურადღება გადაგვატანინა ეკონომიკური პრობლემებიდან,”- აცხადებს მაჭავარიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ქიბარ ხალვაშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი “რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია.”

banner
წინა სტატიაშისამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია“გიორგი მარგველაშვილის მოქმედება მინიმუმ არაეთიკურია”