ახალ სასწავლო პროგრამაზე გადასვლამ დააშინა გალელი მოსწავლეები

ახალ სასწავლო პროგრამაზე გადასვლამ დააშინა გალელი მოსწავლეები

http://www.timer.ge/akhal-sastsavlo-programaze-gadasvlam-daashina-galeli-mostsavleebi/რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სკოლებში სწავლების გადაყვანამ რუსულ ენაზე წარმოქნა გარკვეული პრობლემები მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის. შექმნილი სირთულეების დასაძლევად და რუსული ენის უკეთ ათვისებისთვის მათთვის შემოიტანეს დამატებითი საათები – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის, გალის ე.წ. ადმინისტრაციის განათლების განყოფილების გამგემ ბესლან ქანთარიამ.

გალის რაიონში და გალში სკოლის მოსწავლეების მიერ ახალი სასწავლო პროგრამის ათვისება მიდის ნორმალურად. „ბავშვები უცებ ითვისებენ, განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ არ შეინიშნება, პროცესი მიდის ნორმალურად. ყველა ჩვენს მოქმედებას ვუთანხმებთ აფხაზეთის განათლების სამინისტროს“ – აღნიშნა ქანთარიამ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სკოლები გადაიყვანეს ახალ სასწავლო პროგრამაზე, მშობლებმა 5 ბავშვი გამოიყვანეს სკოლებიდან იმის შიშით, რომ ისინი ვერ დაძლევდნენ სწავლას რუსულ ენაზე. ადრე გალის რაიონის 11 სკოლა გადაიყვანეს სწავლების ახალ პროგრამაზე, რომელიც დაამტკიცა ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სამინისტრომ. სულ გალის რაიონში 20 საშუალო სკოლაა, მათგან 2 გალშია. 2015 წელს 3 226 მოსწავლე იყო აღრიცხული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში გალის რაიონიდან ჩაირიცხა 62 აბიტურიენტი, რაც 45 ახალგაზრდით მეტია, ვიდრე გასულ წელს.

banner
წინა სტატიაში“გიორგი მარგველაშვილის მოქმედება მინიმუმ არაეთიკურია”
შემდეგი სტატიარა სახის შეზღუდვა დაუწესა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა?