“სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება “- პრეზიდენტი მურუსიძის დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლდედ დანიშვნას.

როგორც ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მის მიერ იუსტიციის საბჭოში დანიშნულმა ერთმა წევრმა დღევანდელი კენჭისყრა დატოვა. “სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძის კანიდატურას 10 ხმით დაუჭირეს მხარი და აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მოქმედი კანონმდებლობა მურუსიძეს შანსს აძლევს, რომ სააპლეციო სასამართლოს მოსამართლედ ხელთავიდან დანიშვნის შემდეგ უვადოდ გამწესდეს მოსამართლედ.

https://www.youtube.com/watch?v=HOSefaHTggU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“კვირიკაშვილის კანდიდატურა ალბათ, გარკვეული დოზით იქნებოდა შეთანხმებული ივანიშვილთან”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება