ეკა ბესელია: იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

მე ვფიქრობ, ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის ფაქტი.
ამასთან, ბესელია კატეგორიულად აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა ამ საკითხში არ ყოფილა.
“გულწრფელად გეტყვით ჩემს პოზიციას და ჩემს აზრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერეოდა და არ ჩარეულა ამ პროცესში და იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა. იმიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, რათა მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები. თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ საქმეს – გირგვლიანის საქმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება”, – განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 10 ხმით, ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს წევრ მოსამართლედ აირჩია.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება “- პრეზიდენტი მურუსიძის დანიშვნაზე
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს კვირიკაშვილს”