გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსვლას ემსახურება.

პრეზიდენტის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ისევ განსახორციელებელი რჩება და დემოკრატიული იქნება ის საარჩევნო კოდექსი, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება.

“ხელი მოვაწრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტიდან იყო წარმომადგენილი. ამაზე რამდენიმე განმარტება მინდა გავაკეთო. ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ, ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს ტექნიკური ტიპის ცვლილებებია. რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას დაადგენდა, ჯერ არ გვაქვს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა. მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. პასუხი ამ თვალსაზრისით ნათელია, რომ საუკეთესოა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. განსხვავება არის ვადებში. მთელი პოლიტკური სპექტი და მოსხლეობა მხარს უჭერს, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს 2016 წელსვე. ხელისუფლება ცვლილებას გეგმავს 2020 წელს. მთლად არგუმენტირებული არ არის და გაუგებარია, თუ რატომ უნდა გადავდოთ ამ რეფორმის განხორციელება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების საშუალებით მივიდნენ ერთობლივ პოზიციამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ადასტურებს, რომ “თბილსერვისის” რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდება
შემდეგი სტატიაპატრიარქმა საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა