პატრიარქმა საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში 9 იანვარს გასამართი საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა. საპატრიარქოში ფონდ “ნატვრის ხის” წევრები, ასევე მსოფლიო დონის ვარსკვლავები იმყოფებიან. კერძოდ, დირიჟორი კარლო პონტი, ტენორი ალესანდრო საფინა, ჩელისტი ანა რუცნერი, 22 წლის ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული და სხვა პირები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა. მათ შობა-ახალი წელი მიულოცა. “ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩვენს მსახიობებთან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – აღნიშნა პატრიარქმა. შეხვედრაზე, ფონდ “ნატვრის ხის” პრეზიდენტმა ნინო სურგულაძემ პატრიარქს შეხვედრის მონაწილეები, მსოფლიო დონის ვარსკვლავები გააცნო. “მოვედით, რომ გვაკურთხოთ კონცერტისათვის”, – მიმართა ნინო სურგულაძემ პატრიარქს. როგორც შეხვედრაზე ნინო სურგულაძემ განაცხადა, მათ აკლიათ კიდევ ერთი შემსრულებელი, რომელიც ხვალ დილით ჩამოვა. ეს არის სოპრანო ენჯელ ბლუ. შეხვედრაზე ოლივერ პულიმ პატრიარქისთვის ნაწარმოები შეასრულა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო სურგულაძემ განაცხადა, მათთვის პატრიარქისგან კურთხევის მიღება ამ კეთილშობილური საქმის დასასრულებლად აუცილებელი იყო. ნინო სურგულაძის თქმით, პატრიარქმა სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სტუმართაგან მხოლოდ ერთი, ანა რუცნერი იმყოფებოდა პატრიარქთან გასულ წელს. ნინო სურგულაძემ მიმართა საზოგადოებას, დარეკონ ტელეფონზე 0901900999 და დაეხმარონ ბავშვებს, რომლისთვისაც 9 იანვარს, 21.00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება. კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმედ დაავადებული ოთხი ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს