დავით ნარმანია ადასტურებს, რომ “თბილსერვისის” რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ “თბილსერვისის” რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდება. ასე გამოეხმაურა ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, “თბილსერვისის” გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლონ. “რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერია გაფიცული თანამშრომლების ნაწილს სამსახურიდან უშვებენ.

banner
წინა სტატიაში11-12 იანვარს, საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს