გიორგი მარგველაშვილი – პარტიული ცხოვრებით აქამდეც არ მიცხოვრია და დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ

margvelashvili

ნათელია, რომ მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრა ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

„დავით უსუფაშვილთან მქონდა არაერთი შეხვედრა. აგრეთვე მქონდა შეხვედრა სხვა პოლიტიკოსებთან, „თავისუფალ დემოკრატებთან“. ბატონი დავითი გეგმავს პარტიის შექმნას. ნათელია, რომ მე პარტიული ცხოვრებით არ მიცხოვრია აქამდე და მე მას ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ პარტიული ცხოვრებით ცხოვრებას. ბატონმა დავითმა სავარაუდოდ ეს იგულისხმა თავის განცხადებაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონი დავითის შეფასება ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე, ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური ცხოვრების შესუსტებაზე, ასევე იმაზე, რა როლი შეიძლება ვითამაშოთ თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყნის გაძლიერებში, თქვენ ეს იცით და მათ ძირითად ნაწილს ვიზიარებ. თუმცა ამ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიის მშენებლობა და პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პარალელურად ამ ტაქტიკით ერთად მოძრაობა, მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, ამისთვის მზად არ ვარ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით და მათი ერთობა ვერ შედგა, თუმცა თავად უსუფაშვილი საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო