საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის განცხადება თბილისის დროით 11:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა თემებს შეეხება საქართველოს პრეზიდენტი.
ნატო-ს ვარშავის სამიტი დღეს იხსნება. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.