ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით

imerlishviliვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით, -ამის შესახებ ვარშავაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, განსაკუთრებული მოლოდინია შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის შესახებ კომუნკეში ჩანაწერთან დაკავშირებით.

„ცხადია, ველოდებით კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებას. განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირები ჩანაწერს კომუნიკეში. აუცილებლად ველოდებით ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება.

საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის შესახებ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტის დაწყებამდე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს