ვანში ათობით სახოვრებელი სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ფოთში ცენტრალური ქუჩები დატბორა

ვანის რაიონ სოფელ ბზვანში გადაუღებელი წვიმის შდეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ სათესი მიწები დაიტბორა.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა, რამაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაანადგურა.

ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, ვითარებას ადგილზე ეცნობიან მუნიციპალიტეტის გაგეობიდანაც.

ცნობისთვის, იმერეთში ძლიერი წვიმა გვიან ღამე დაიწყო და ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტის დაწყებამდე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს
შემდეგი სტატიაინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს