გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება

გუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება. „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი ნინო ბურჯანაძემ მისი პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა მედიას.

ბურჯანაძის თქმით, სანიკიძის პარტიაში გაწევრიანებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. სანიკიძის თქმით, მისი პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობების ყველა მიმართულებით განვითარება იქნება.

გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძეს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს დიალოგის გამართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

banner
წინა სტატიაში,,მე ვარ შოკში მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის ინიციატივები”-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახი კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ