გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “CNN”-ს ინტერვიუ მისცა

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

kvirikსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია “CNN”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

“ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს ჩვენ მოველით 3-3,5 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5,5-6 პროცენტს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

“CNN”-ის ჟურნალისტმა გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ ის “ევროკავშირის თავგამოდებული მხარდამჭერია” და ჰკითხა მას, რატომ თვლის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს გზა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ “საქართველო არის ევროპა”.

“საქართველო არის ევროპა. ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები, და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქვე დასძინა, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. “მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – დასძინა კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: “ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ იტყვის, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის”.

“გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“CNN”-ის ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა ირანის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხზე და ჰკითხა საქართველოს პრემიერს, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს უსაფრთხო და ეფექტიან გზად ირანის მზარდ ბაზარზე გასასვლელად.

“ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის, რადგანაც რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

https://youtu.be/v4-4OPw5gPE

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) სროლები ვაშინგტონში- კაპიტოლიუმის კომპლექსი სასწრაფოდ დაიხურა