ერთმა ოფიცერმა მიიღო უმნიშვნელო ჭრილობა ვაშინგტონში, აშშ-ს კონგრესში მომხდარი სროლის შედეგად – იუწყება სააგენტო Associated Press წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციის სერჟანტმა. ასევე, გახდა ცხობილი, რომ მსროლელი დაკავებულია.
ინფორმაციის თანახმად, სროლას ადგილი ჰქონდა კაპიტოლიუმის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში, სადაც განთავსებულია დამთვალიერებელთა ცენტრი.
თანამშრომელთა და ჟურნალისტთა თქმით, უსაფრთხოების მიზნით მათ მიიღეს რეკომენადაცია არ დატოვონ შენობა.
აშშ-ს კონგრესის შენობაში სროლას ადრეც ჰქონია ადგილი. მაშინ თეთრი სახლი და კაპიტოლიუმის კომპლექსი სასწრაფოდ იქნა დახურული.
ოფიციალური კომენტარი დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.
https://youtu.be/b7kkCqjNZ-Q