გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2017 21:05

გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში გოჩა მელაძე იქნებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში წარადგენს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2017 21:05

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics