გია კორკოტაშვილი: შეიძლება ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადო

“შეიძლება დავუფიქრდე და ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადო – ასე დაასრულა ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა და დღევანდელი აქციის ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა აქცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ოფისის წინ

აქციის მონაწილეები მოითხოვენ რომ დაიხუროს სოროსის ფონდი საქართველოში, ასევე ისინი ქართული მოწების იცხოელებზე მიყიდვას აპროტესტებენ.

ამ წუთებში თბილისის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან “ქართული მარშის” მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი კალაძესთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი “აიპრესთან” ამბობს, რომ კახი კალაძესთან სალაპარაკოდ მივიდნენ, რადგან აინტერებთ რა პოზიცია აქვს ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. “გვინდოდა გვეკითხა, ხარ თუ არა მომხრე ქართული მიწა უცხოელებზე გაიყიდოს. მან შეიძლება გვითხრას არა, ან ჰო და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. აქ პოლიცია რა შუაშია? ვინმე აპირებდა შევარდნას და რევოლუციურად რამეს? ეს სისულელეა, სასაცილოა კახი. ჩვენ გვინდოდა, ბატონი კახი ან მისი შტაბის წევრი გამობრძანდეს და გვითხრას რა აზრის არის ამ თემაზე, პირიქით, ვგულშემატკივრობდით, იქნებ თქვას საჩვენო რამე”, – აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილის თქმით, მას უკრაინასა და საქართველოში ოლიგარქებთან ბრძოლა აქვს მოსაგები