“ქართველთა მარშის” აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

“ქართველთა მარშის” ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.
სადღობელაშვილის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოხდა. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, მონაწილეები მოითხოვენ დაკავებული სადღობელაშვილის გათავისუფლებას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას. მათი განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც აწარმოებდა “ნაციონალური მოძრაობა” და მიმართავს ძალადობრივ ქმედებებს, რასაც საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

რუსთაველის გამზირზე გსამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. “ქართული მარშის” მონაწილეებმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისს მაშხალები ესროლეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა