გიორგი კვირიკაშვილი: ტერორისტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა დაისაჯოს

თურქეთის ხელისუფლების მხრიდან არ მოგვისმენია განცხადება, რომ ათათურქის აერპორტში ტერაქტებთან აჰმედ ჩატაევია დაკავშირებული, – ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ტერაქტის ორიგანიზატორი შესაძლოა, აჰმედ ჩატაევი იყოს.

„მე არ მომისმენია თურქეთის ოფიციალური მხრიდან ასეთი განცხადება, იყო ვარაუდები გამოთქმული, სხვათაშორის, ქართველი პოლიტიკოსების მიერ. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება არ არის დასრულებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ტერორისტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა დაისაჯოს. ამიტომ აქ წინასწარი ბრალდებები და სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები მეტი სარგებლის მიღებას შეძლებენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი