იოჰანეს ჰანი: ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები მეტი სარგებლის მიღებას შეძლებენ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველი-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედებას ეხმაურება.

ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

“ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უკეთესი შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა – ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, სადაც ჩვენ შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები, რაც ახლა შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო საქართველოს, სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება – დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად – რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად” – ნათქვამია იოჰანეს ჰანის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: არ ვიცი, რუსეთის მხრიდან ჩემი მხარდაჭერა რა ტაქტიკური სვლაა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტერორისტი, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა დაისაჯოს