გიორგი კვირიკაშვილი: ტარიფების ზრდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარდაუვალია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უახლოეს პერიოდში კომუნალური გადასახადების ტარიფები გაიზრდება.

კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ტარიფების ზრდის გარდაუვლობის მიზეზებიც ახსნა.

„ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში იყო გადაჭარბებული, თუმცა ეს არ იყო ავანტიურა “ქართული ოცნების” მხრიდან. ტარიფების ზრდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარდაუვალია. ამ დონის 45 პროცენტიანი დევალვაციის პირობებში ორი წლის განმავლობაში შეუძლებელია, რომ მარეგულირებელმა ინსტიტუტებმა არ მიიღონ ამ ტიპის გადაწყვეტილებები, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებების გარეშე ფუნქციონირებას შეწყვეტენ ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნება ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარი იქნებოდა
შემდეგი სტატიაპუტინმა დღეს თურქეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი