პუტინმა დღეს თურქეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი

00რუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს თურქეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღებას მოაწერა ხელი – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს, წერს “დოიჩე ველე”.
ბრძანების თანახმად, შეზღუდვა ან აკრძალვა უწესდებათ თურქეთის იურისპრუდენციაში მყოფ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. პრეზიდენტის განკარგულებით, ჩამონათვლის გაკეთება მთავრობას დაევალა.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა თურქეთ-სირიის საზღვარზე 24 ნოემბერს თურქი მესაზღვრეების მიერ ჩამოგდებული რუსული ავიაგამანადგურებლის შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ტარიფების ზრდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გარდაუვალია
შემდეგი სტატიადაახლოებით 2 ათასი მოზარდი წაეჩხუბა ერთმანეთს კენტუკის სავაჭრო ცენტრში