გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ისეთი ლიდერია, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით, ისეთი ლიდერია, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

აღნიშნულის შესახებ ივანიშვილი ღია წერილში საუბრობს.

“ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით. სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს“, – აცხადებს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება
შემდეგი სტატიათბილისში 159 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა