თბილისში 159 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა

თბილისის ზღვაზე, ე.წ. “ოლიმპიურ სოფელში” და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 159 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 159 დევნილი ოჯახის სია და შესაბამისი ქულები სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge დღეს გამოქვეყნდება.

31 მაისს, 09:00 საათზე, პროფესიული კავშირების შენობაში, ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართება. 159 ბინიდან, 57-ერთოთახიანია, 64-ოროთახიანი, 33-სამოთახიანი და 5-ოთხოთახიანი.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. სულ საქართველოს მასშტაბით 44 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის 17 ობიექტი თბილისში.

ამ დრომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.

2016 წელს “ოლიმპიურ სოფელში” და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სწორედ ისეთი ლიდერია, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა