ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ბიძინა ივანიშვილის წერილს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე, რომელსაც კრიმინალური წესით მართავს ფარული ლიდერი და რომელმაც ეს სტატუსი მიიღო ხალხის ისტორიაში ჯერ არნახული მოტყუებით. ნაცვლად იმისა, რომ ეს ოლიგარქ-მილიარდერი გამოძიებას აძლევდეს ჩვენებას ჩადენილ უმძიმეს დანაშაულობებზე, ჰყოფნის თავხედობა და აქვეყნებს სიცრუის მორიგ პასკვილს ხალხის ხელახლა მოსატყუებლად.

ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის სამშობლოს ყიდვა-გაყიდვასაც. ვაცნობებთ ყველას, ჩვენ შეგვაქვს აპელაცია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგის ტრიბუნალი) ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ სახელმწიფოს კრიმინალურ-ფარული გზით მართვის, ეროვნული სიმდიდრის დატაცების, კორუფციისა და ნეპოტიზმის აყვავების, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, კულტურის ძეგლთა ანგარებით განადგურების, მასმედიის დევნა-მიტაცების, (მათ შორის “რუსთავი 2″-ის) მრავალრიცხოვან ფაქტებზე.

ვპირდებით, ის უსასტიკესად აგებს პასუხს ჩადენილ ქმედებებზე”- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

banner
წინა სტატიაში,,ჯობდა, მთავრობას რობი უილიამსის ნაცვლად ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სწორედ ისეთი ლიდერია, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება