გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნას ესწრება.

„ჩვენთვის არაოფიციალური კომუნიკაციით ასეა ცნობილი, რომ ეს მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება ალბათ, რამდენიმე დღით და ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა არის დადებითი და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც იქნა გაცხადებული ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის მიერ, წლის ბოლომდე დასკვნა გამოქვეყნდება, შეიძლება უფრო ადრეც,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრას პრემიერმინისტრი გახსნის. სწორედ მისი ინიციატივითაა შექმნილი საქართველოს სოლიდარობის ფონდი.

ფონდი რამდენიმე თვის წინ გაწევრიანდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ყველა ღონეს იხმარს, რომ დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს