“ნაციონალური მოძრაობა” მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთეს განმარტებები დეპუტატებმა.

უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია საქმის გამოძიება და დამნაშავე პირის დასჯა.

„თუ არსებობს საფრთხე და ეს საფრთხე ემუქრება ელისაშვილს, მან ეს უნდა ქვას და ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაენიშნოს დაცვა. თუ ვინმე ახდენდა ზემოქმედებას, ან ქრთამის შეთავაზებას, ეს პირი უნდა დაისაჯოს,“ – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ დროებით თანამდებობები უნდა დატოვონ და გამოძიებას ნორმალურად მუშაობის საშუალება მისცენ.

„ასეთ ვითარებაში მათი თანამდებობრივი უფლებამოსილება უნდა იყოს დროებით შეჩერებული და მისცენ სრული შესაძლებლობა გამოძიებას, რომ ეს უმძიმესი ბრალდებები იყოს სრულფასოვნად გამოძიებული,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ლევან მურუსიძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია