ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ყველა ღონეს იხმარს, რომ დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოვიდეს.

საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ დაადასტურა, რომ დასკვნა 15 დეკემბერს არ გამოქვეყნდება.

“ევროკავშირი ყველა ღონეს იხმარს, რომ დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე დისკუსია დღესაც იყო და ჩვენ შევთანხმდით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. სამუშაო, რომელსაც ევროკომისია წევრ ქვეყნებთან აწარმოებს გრძელდება”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია
შემდეგი სტატია“სამი წლის წინ ჯანდაცვის მიმართულებით რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა”