გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი კორექტული არ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი კორექტული არ იქნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველომ საკუთარი საშინაო დავანება უნდა შეასრულოს, რათა მოახდინოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ნატო-ს სტანდარტებთან.

„ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ვიმოძრაოთ შეუქცევადად ნატო-ს წევრობისაკენ, რასაც რეალურად ახლა ვახორციელებთ. ვახორიცელებთ სამხედრო სფეროს დემოკრატიული ინსტიტუტრების რეფორმირებას, რაც საჭიროა ნატო-ს წევრობისათვის. ის, რომ მონტენეგრო მონაწილეობდა ამ ძალზე მნიშვენლოვან ფორუმში, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მდგომარეობაზე და ეს არის სტიმული ჩვენთვის გავარძელოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოსთვის იქნება ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ უნდა მდგრადად ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ვერშბოუ: საქართველოში ტაქსის მძღოლებმაც კი იციან, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე
შემდეგი სტატიაიტალიაში საზოგადოებრივ ადგილებში მასტურბირებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა გააუქმეს