იტალიაში საზოგადოებრივ ადგილებში მასტურბირებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა გააუქმეს

იტალიაში საზოგადოებრივ ადგილებში მასტურბირებისათვის სისხლის სამართლებრივი დევნა გააუქმეს

44მასტურბირება, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში, სისხლის სამართლის დევნის საგანი არ არის – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იტალიის უმაღლესმა სასამართლომ -წერს The Independent-ი.
ვერდიქტის საფუძველია რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც მასტურბაციის დეკრიმინალიზაცია მოხდა.
სასამართლო განხილვის საგანი გახდა 69 წლის მამაკაცი პეტრო ლ-ი, რომელსაც კატანიის სასამართლომ სამი თვით თავისუფლების აღკვეთა და 3420 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ ის ადგილობრივი უნივერსიტეტის წინ იდგა და მასტურბირებდა ყველას დასანახად.
სისხლის სამართლის დევნის მოხსნის პარალელურად, გაიზარდა ჯარიმა, რომელიც აღნიშნული ქმედებისას დაეკისრება პირს – 5-დან 30 ათას ევრომდე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი კორექტული არ იქნება
შემდეგი სტატია“გაზპრომმა” ანკარასგან “თურქული ნაკადის” პირველი ნებართვა მიიღო