ალექსანდრე ვერშბოუ: საქართველოში ტაქსის მძღოლებმაც კი იციან, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ, თბილისში, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისის გახსნას ესწრებოდა.

ალექსანდრ ვერშბოუმ ქართულ მხარეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ვერშბოუ დარწმუნებულია, რომ საინფორმაციო ცენტრი მუშაობას წარმატებით გააგრძელებს.

“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა მადლობა გადავუხადო საინფორმაციო ცენტრს გაწეული სამუშაოსთვის, რომ ქართველ ხალხს აცნობს, თუ რა არის NATO და რა საქმიანობას ეწევა ეს ორგანიზაცია. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობებს, თავის ფარგლებს გარეთ. ვიცი, რომ საქართველოში ტაქსის მძღოლებმაც კი იციან, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე. დარწმუნებული ვარ, რომ საინფორმაციო ცენტრი მუშაობას წარმატებით გააგრძელებს”, – განაცხადა ვერშბოუმ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, უსაფრთხო, აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბარი კორექტული არ იქნება